07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ამერიკის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პროვოკაციად მიიჩნევს

დონალდ ტრამპის გეგმას ამერიკის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პროვოკაციად მიიჩნევს. განცხადება ჟან მარკ ერომ პარიზში მიმდინარე საერთაშორისო სამიტზე გააკეთა, რომელზეც პალესტინასა და ისრაელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების გზებზე მსჯელობენ.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას სერიოზული შედეგები მოჰყვება. კონფერენციას, რომელშიც მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს, თავად ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები არ ესწრებიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეხვედრა უშედეგო იქნება.

დღის ამბები