07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას 10-ზე მეტმა კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის რანგში მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად რამდენიმე დღეში შეუდგება. ინაუგურაციაზე მის ფიცს სავარაუდოდ 900 ათასამდე ადამიანი მოისმენს, უსაფრთხოებას კი დედაქალაქში 23 ათასი სამართალდამცველი გააკონტროლებს.

ინაუგურაციას 10-ზე მეტმა კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა. დემოკრატი ჯონ ლუისი ერთ-ერთია, ვინც ცერემონიას არ დაესწრება. 

არჩეულმა პრეზიდენტმა კონგრესმენს twitter-ში უპასუხა. დონალდ ტრამპმა ლუისი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სამოქალაქო უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გმირს უწოდებენ, მკაცრად გააკრიტიკა.

არჩეული პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ჯონ ლუისის მხარდასაჭერად ვაშინგტონის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ინაუგურაციის მეორე დღეს ვაშინგტონში ქალების მასშტაბური მსვლელობაც გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში 20 იანვარს შევა.

ავტორი: ნინო დვალიშვილი. 

დღის ამბები