07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესაძლებლობას ბირთვული შეიარაღებიის შემცირების სანაცვლოდ განიხილავს

შეერთერბული შტატების არჩეული პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესაძლებლობას ოფიციალური მოსკოვის მიერ ბირთვული შეიარაღებიის შემცირების სანაცვლოდ განიხილავს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ბრიტანული გამოცემითვის The Times მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხი შესაძლოა სანქციების მოხსნის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. დონალდ ტრამპმა სირიაში რუსეთის პოლიტიკაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვის ქმედებების გამო ქვეყანა მძიმე ჰუმანტარულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის უფრო ენდობა ის - ანგელა მერკელს თუ ვლადიმერ პუტინს, არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივეს ენდობა, თუმცა არ იცის ეს ნდობა რამდენ ხანს გაგრძელდება.

დღის ამბები