07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
სერბეთის პრეზიდენტი კოსოვოში ეთნიკურად სერბი მოსახლეობის დასაცავად შეიარაღებული ძალები გასაგზავნად მზადაა

სერბეთის პრეზიდენტი მზადაა კოსოვოში ეთნიკურად სერბი მოსახლეობის დასაცავად შეიარაღებული ძალები გააგზავნოს.

ტომისლავ ნიკოლიჩის ეს განცხადება, ინციდენტს მოჰყვა, როდესაც სერბეთის რკინიგზის კუთვნილი მატარებელმა სერბეთი-კოსოვოს საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლო.

მატარებელზე რამდენიმე ენაზე ეწერა კოსოვო-სერბეთია და ის ბელგრადიდან კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონების მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მატარებლის საზღვარზე შეჩერების ბრძანება სერბეთის პრემიერმინისტრმა გასცა.

მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი მან ადამიანების სიცოცხლისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით გადადგა და კოსოვოს ძალოვანები სარკინიგზო მაგისტრალის დანაღმვაში დაადანაშაულა.

ამ ბრალდებას კოსოვოს სამართალდამცველები უარყოფენ.

დღის ამბები