07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ანადოლუ ავრცელებს.

ახალი კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიღების შემთვევაში, თურქეთის პრეზიდენტს უფლება ექნება თავად უხელმძღვანელოს მინისტრთა კაბინეტს.

ქვეყნის პირველი პირის დაქვემდებარებაში გადავა შეიარაღებული ძალები და სპეც სამსახურები. ახალ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, პარლამენტი საკითხს რეფერენდუმზე გამოიტანს.

პლებისციტი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით 2017 წლის ზაფხულში იგეგმება.

დღის ამბები