07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

32-მდე გაიზარდა ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. წინასწარი ინფორმაციით Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი ბიშკეკის მახლობლად დაშვებისას ჩამოვარდა აეროპორტთან ახლოს, დასახლებულ პუნქტში.

ავიაკატასტროფის შედეგად დანგრეულია 15 სახლი. ამ დროისთვის მაშველებმა გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

დაღუპულია ასევე თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოთხივე პილოტი.

წინასწარი ინფორმაციით, ავიკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები