07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად პარიზში მაღალი რანგის პირები შეიკრიბნენ

პარიზში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ევროპის, არაბული ქვეყნებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სამიტს დაესწრო ჯონ კერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ორი ქვეყნის თანაარსებობის იდეა ერთადერთია პალესტინისა და ისრაელის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ფრანსუა ოლანდმა დონალდ ტრამპიც გააფრთხილა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის გეგმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს დიდ საფრთხეს უქმნის.

დღის ამბები