07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
შვეიცარიაში ტიბეტელი აქტივისტები დააკავეს

შვეიცარიაში ტიბეტელი აქტივისტების აქცია დაკავებებით დასრულდა. მათ მიტინგი ბერნში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის გასაპროტესტებლად გამართეს.

აქციის განმავლობაში 32 დემონსტრანტი დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა თავის დაწვაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

შვეიცარიის ხელისუფლებამ ტიბეტელ უფლებადამცველებსა და აქტივისტებს მიტინგის მოწყობის ნება დართო, თუმცა გარკვეული პირობაც წაუყენა. ექსცესების თავიდან ასაცილებლად აქცია ჩინეთის ლიდერის ქვეყანაში ჩასვლამდე უნდა დასრულებულიყო, რაც არ მოხდა. ამას კი მათი დაკავება მოყვა. 

დღის ამბები