ვიქტორ დოლიძე დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, ქვეყნის დეოკუპაციის საკითხზე, ნატო - საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ დოლიძე ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც საქართველოს წარმომადგენლობა 2016 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებს შეაჯამებს.
„ჩვენ გვექნება დღეს შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იანს სტოლტენბერგთან, რომელსაც მოჰყვება ნატო-საქართველო კომისიის სხდომა. სტოლტენბერგთან ვერ აუვალთ ჩვენ იმ საკითხებს, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ასევე სექტოლარული რეფომრების საკითხებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის თაობაზე და ამავე დროს შავი ზღვის უსაფრთხოების ერთეულის გაძლიერების თაობაზე,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.