07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
მექსიკაში ღამის კლუბში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა სროლა მექსიკის ერთ-ერთი კურორტის ღამის კლუბში. დაღუპულია 5 ადამიანი. კლუბში მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობდა, სადაც უცხოელი ტურისტებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილთა და დაჭრილთა შორის ისინიც არიან.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ღამის კლუბში შესვლას ცდილობდა, თუმცა მას იარაღის გამო უარი უთხრეს.

ეჭვმიტანილი გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებს ამ დროისთვის 3 პირი ყავთ დაკავებული.

დღის ამბები