07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებები ნატოს წევრ ქვეყნებში შეშფოთებას იწვევს - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის კანცლერი ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ბოლო საგაზეთო ინტერვიუს ეხმაურება, სადაც დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა მოიწონა და იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენი ქვეყნებიც მიბაძავენ მას.

ანგელა მერკელის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ გაერთიანება ეფექტური იყოს.

დონალდ ტრამპის კიდევ ერთ განცხადებას, რომ ნატო მოძველებული ორგანიზაციაა, ბრიუსელიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ შტაინმაიერი ამბობს, რომ ტრამპის განცხადება ნატოს წევრ ქვეყნებში შეშფოთებას იწვევს. 

დღის ამბები