07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
მარინ ლე პენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობას დებს

მარინ ლე პენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობას დებს. განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა გამოცემა იზვესტიასთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პარტია ნაციონალური ფრონტის ლიდერმა, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს, განაცხადა, რომ ყირიმის უკრაინის ტერიტორიად გამოცხადება საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული საკითხი იყო და ნახევარკუნძული არასდროს ყოფილა უკრაინის კუთვნილება.

მარი ლე პენის თქმით, რეფერენდუმზე მოსახლეობამ რუსეთთან მიერთების სურვილი გამოთქვა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და გაერო ყირიმელების ნებას არ აღიარებენ.

დღის ამბები