07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ობამების ახალი საცხოვრებელი 5,4 მილიონ დოლარად არის შეფასებული

20 იანავრს ობამების ოჯახი თეთრ სახლს დატოვებს. ტელეკომპანია nbc-მ მოამზადა რეპორტაჟი თემაზე თუ სად გადადის საცხოვრებლად ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ოჯახი. Nbc-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ ობამას ოჯახი დედაქალაქში დარჩება და ის თეთრი სახლიდან რამდენიმე მილის მოშორებით იცხოვრებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ოჯახის სახლში 9 საძინებელი, 8 აბაზანა, ერთი სასადილო ოთახი, მისაღები და სამზარეულოა. სახლს აქვს დიდი ეზო, სადაც შესაძლებელია ბაღის და ასევე გოლფის მოედნის მოწყობა.

Nbc-ის ინფორმაციით, სახლი 5,4 მილიონ დოლარად არის შეფასებული. თვის განმავლობაში კი მისი ღირებულება 22, 012 ათასს შეადგენს.

სახლი, რომელშიც ობამები მომავალი წლიდან იცხოვრებენ, ჯო ლოკჰარტს ეკუთვნის - ის წლების წინ თეთრ სახლში ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პრესსპიკერის თანამდებობაზე მუშაობდა.

ობამების სახლთან ახლოს ცხოვრობს კლინტონების ოჯახიც. იქვე განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე საელჩო. 

დღის ამბები