07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
სერგეი ლავროვი ტრამპის რუსული დოსიეს არსებობის შესახებ გავრცელებულ ცნობას პროვოკაციას უწოდებს

სერგეი ლავროვი ტრამპის რუსული დოსიეს არსებობის შესახებ გავრცელებულ ცნობას პროვოკაციას უწოდებს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან დოსიეს ავტორს თაღლითი უწოდა და განაცხადა, რომ ამ თემით სპეკულირების მიზანი ევროპისა და შეერთებული შტატების დისკრედიტაცია იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურები, რუსი დიპლომატების გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამერიკელები თანამშრომლობის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდნენ რუს დიპლომატს, რომელიც შეერთებულ შტატებში ევგენი პრიმაკოვისთვის მედიკამენტების შესაძენად ჩავიდა.

დღის ამბები