07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
პუტინის აზრით, კიევში ტრამპის წინააღმდეგ გაწვრთნილი ძალები მოქმედებისთვის მზად არიან

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპის შესახებ სავარაუდო კომპრომატებზე პირველ კომენტარს აკეთებს. ის "აბსურდულს" და "ყალბს" უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ამერიკელ მილიარდერს მოსკოვის სასტუმროში მეძავებთან ჰქონდა ურთიერთობა.

რუსეთის ლიდერი სკანდალურ პუბლიკაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსული დაზვერვა სასტუმრო რიც-კარლტონს უთვალთვალებდა, სადაც დონალდ ტრამპი მსუბუქი ყოფა-ქცევის ქალებს ხვდებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი იყო და მსოფლიოს ულამაზეს ქალებს იცნობდა და რთული წარმოსადგენია, რომ მოსკოვში ჩასვლისას ტრამპი მოსკოველ მეძავებს შეხვდებოდა.

ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ ტრამპის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დასაყენებლად კიევში გაწვრთნილი კონკრეტული ძალები ვაშნგტონში მაიდანის მოსაწყობადაც კი მზად არიან.

დღის ამბები