07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ჯონ კერიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპის შესახებ ილაპარაკა

ჯონ კერიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპის შესახებ ილაპარაკა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაცია ვერ შეძლებს ბარაკ ობამას გუნდის დიპლომატიური მიღწევების სწრაფ შეცვლას.

მან ევროპელ კოლეგებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ჯერ გაურკვეველია, რას მოიმოქმედებს დონალდ ტრამპი, ამიტომ მოუწოდებს ევროპას, საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდეს.

ჯონ კერის შეფასებით, სწორედ ერთიანობის შედეგია სანქციები, რომელმაც რუსეთის ეკონომიკას საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში ოფიციალურად დღეს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდება.

 

დღის ამბები