07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ევროპარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროპარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გერმანელ სოციალ-დემოკრატ, მარტინ შულცს, 63 წლის იტალიელი კონსერვატორი ანტონიო ტაიანი შეცვლის.

იგი სილვიო ბერლუსკონის ყოფილი პრეს-მდივანია და ევროპარლამენტში 1994 წლიდან საქმიანობს. არჩევნების მეოთხე ტურში მას მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.

ანტონიო ტაიანის მთავარი მოწინააღმდეგე ასევე იტალიელი ჯანი პიტელა იყო.

პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტის გარდა 14 ვიცე პრეზიდენტი და საპარლამენტო კომიტეტების ახალი თავმჯდომარეებიც აირჩიეს.

დღის ამბები