07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
"რუსეთის ქმედებები არსებულ მსოფლიო წესრიგს არღვევს"-სამანტა პაუერი

რუსეთის აგრესიული ქმედებები არსებულ საერთაშორისო წესრიგს არღვევს-ამის შესახებ განცხადება, აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სამანტა პაუერმა გააკეთა.

სამანტა პაუერმა ვაშინგტონში, ანალიტიკური ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და საერთაშორისო საზოგადოებას ნატოს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და შეერთებული შტატებში არჩევნებში ჩარევის შესახებაც ისაუბრა.

პაუერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება, სხვა მტრულად განწყობილ ქვეყნებს წაახალისებს.

„რუსეთის ქმედებები არსებულ მსოფლიო წესრიგს არღვევს. თუ ვინმე თვლის რომ სანქციების შემსუბუქებით რუსეთს აიძულებს საერთაშორისო ნორმების ფარგლებში იმოქმედოს, ძალიან ცდება. პირიქით, ეს აჩვენებს რუსეთს, რომ მისი ქმედებები, ადრე თუ გვიან საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს. ეს არა მარტო რუსეთის, არამედ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის საფრთხის შემცველ ქმედებებს წაახალისებს. რუსეთის მიერ შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის დონის განსაზღვრაზე უნდა ვიმუშაოთ და დავრწმუნდეთ რომ ის წესების დარღვევების გამო საკადრის პასუხს აგებს. შესაბამისად შევინარჩუნოთ პრეზიდენტ ობამას მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები,“-განაცხადა სამანტა პაუერმა.

დღის ამბები