07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
საჰაერო იერიშს ნიგერიაში სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

საჰაერო იერიშს ნიგერიაში სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის საჰაერო ძალებმა შეცდომით დევნილთა ბანაკზე მიიტანეს იერიში.

დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის ორგანიზაცია წითელი ჯვრის მუშაკებიც არიან.

ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების განმარტებით, თვითმფრინავის პილოტი დარწმუნებული იყო, რომ ისლამისტური დაჯგუფება ბოკო ჰარამის პოზიციებს ბომბავდა. მომხდარი ფაქტი დაგმო ნიგერიის პრეზიდენტმა.

დღის ამბები