ჯორჯ ბუში უფროსი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას სავარაუდოდ ვერ დაესწრება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების 41 პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ჰიუსტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიზეზის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ოჯახის პრეს-მდივნის ინფორმაციით, 92 წლის პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისი მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე დღეში სახლში გაწერენ.