07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ტრამპის ინაუგურაციის დროს ვაშინგტონში ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იგეგმება

ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ემზადებიან. 20 იანვარს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იგეგმება.

20 იანვარს კაპიტოლიუმთან მისვლას 26 კონგრესმენი არ აპირებს. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას ბოიკოტს მისი რამდენიმე თანაპარტიელიც უცხადებს. ცნობილია, რომ ცერემონიას დაესწრებიან ჰილარი და ბილ კლინტონები, ასევე ჯორჯ ბუშ უმცროსი მეუღლესთან ერთად. 

თანაპარტიელები კი არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე დონალდ ტრამპი ვაშინგტონის ენდრუ მელონის დარბაზში ოფიციალურ სადილს დაეწრო. არჩეულმა პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში აკრედიტებული დიპლომატები და ელჩები გაიცნო. დარბაზში 147 უცხოელი სტუმარი იმყოფებოდა.

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

 

 

დღის ამბები