07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
„რუსეთი ვლადიმერ პუტინის ლიდერობით ყველა ბერკეტს იყენებს, ჩაერიოს ევროპულ პროექტში"- ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს ამერიკის, როგორც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ქვეყნის, ისტორიული ვალდებულებების შესრულებას.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვიცეპრეზიდენტმა გლობალურ გამოწვევებზე ილაპარაკა და მოხსენების დიდი ნაწილი რუსეთზე საუბარს დაუთმო.

ჯო ბაიდენის თქმით, 21-ე საუკუნეში გავლენის სფეროების არსებობა მიუღებელია და დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების დასაცავად ამერიკამ ევროპასთან ერთად უნდა იმოქმედოს.

„რუსეთი ვლადიმერ პუტინის ლიდერობით ყველა ბერკეტს იყენებს, ჩაერიოს ევროპულ პროექტში და დაუბრუნდეს პოლიტიკას, რომელსაც გავლენის სფეროები განსაზღვრავს. ჩვენ ვნახეთ აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთმა გაგზავნა უკრაინაში ე.წ. "მწვანე კაცუნები" არეულობისა და სეპარატიზმის გაღვივების მიზნით. რუსეთი იყენებს ენერგორესურსებს იარაღად. უჩერებს გაზის მიწოდებას მათ შუა ზამთარში, ზრდის ფასებს რომ შემდეგ მანიპულირება მოახდინოს და აიძულოს ისინი რუსეთის ინტერესების მიხედვით იმოქმედონ. ვნახეთ კიბერშეტევა შეერთებულ შტატებში, ჩვენი დაზვერვის სამსახურის 17-ივე სააგენტომ განაცხადა, რომ მიზანი არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

დღის ამბები