07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპს ურჩევს რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლისგან თავი შეიკავოს

ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებისა და ნატო-ს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს გაეროში შეერთებული შტატების ელჩი.

ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას სამანტა პაუერმა მოსკოვის აგრესიული ქმედებები გააკრიტიკა და მსოფლიო წესრიგის განადგურებაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპს მიმართა სენატორმა ჯონ მაკკეინმაც, მან არჩეულ პრეზიდენტს ურჩია თავის გუნდის წევრებს მოუსმინოს და რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლისგან თავი შეიკავოს.

დღის ამბები