07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
"ნუ მოვლენ, ადგილები გვჭირდება და იმედია, თავიანთ ბილეთებს დამიბრუნებენ"- ტრამპი კონგრესმენებს პასუხობს

დონალდ ტრამპი კონგრესმენებს ეხმაურება, რომლებიც ინაუგურაციაზე დასწრებაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ. არჩეულმა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოიკოტში პრობლემას ვერ ხედავს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი ბილეთებს დააბრუნებენ.

"კი ბატონო, ნუ მოვლენ, ადგილები გვჭირდება და იმედია, თავიანთ ბილეთებს დამიბრუნებენ,“- განაცხადა ტრამპმა. 

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც ვაშინგტონში 20 იანვარსაა დაგეგმილი, 50-მდე კოგრესმენმა გამოუცხადა ბოიკოტი. დემოკრატი პოლიტიკოსები საკუთარ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის ჯონ ლიუსთან დაპირისპირებას უკავშირებენ.

რუსეთის ჰაკერული თავდასხმების გამო კონგრესმენმა ტრამპს არალეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა, რასაც ტრამპმა აბსურდი უწოდა.

ფიცის დადების ცერემონიაზე 800 ათასი ადამიანი გეგმავს მისვლას. სტუმრებს შორის იქნებიან ბილ და ჰილარი კლინტონები და ჯორჯ ბუში მეუღლესთან ერთად.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები