07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ლიტვა რუსეთის საზღვართან კედელს ააგებს

ლიტვა რუსეთის საზღვართან კედელს ააგებს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ კრემლის აგრესიული პოლიტიკის გამო მიიღო.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიტვისა და კალინგრადის რეგიონის საზღვრის გასწვრივ ორი მეტრის სიმაღლის კედელი აშენდება, რომელზეც დამატებითი ბარიერები დამონტაჟდება.

მინისტრის განმარტებით, კედელი ტანკებს და სხვა მძიმე ტექნიკას ვერ შეაკავებს, თუმცა ვილნიუსში მიაჩნიათ, რომ ქვეყანას, რომელიც ლიტვისთვის გეოპოლიტიკური საფრთხეს წარმოადგენს, ფიზიკური ბარიერით უნდა გამოეყონ.

დღის ამბები