07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
მიწისძვრა იტალიაში - ბიძგები 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო

დღეს იტალიის ცენტრალურ რეგიონში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იმ რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც გასული წლის აგვისტოში დამანგრეველი მიწისძვრისგან დაზარალდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ რომსა და მის შემოგარენშიც იგრძნობოდა. უსაფრთხოების მიზნით რომის მუნიციპალიტეტმა მეტრო სადგურები დახურა და სკოლების ევაკუაციაც მოახდინა.

სეისმოლოგების განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე განმეორებითი ბიძგიც დაფიქსირდა.

დღის ამბები