07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს  დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც აბრეშუმის გზის პროექტს ეხება.

დავოსში პრემიერი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სახელმწიფოების ლიდერებთან და მსოფლიო მნიშვნელობის ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელებთან.

გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ქართულ მხარეს საგარეო და ეკონომიკის მინისტრები, ასევე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი წარმოადგენენ.  

 

დღის ამბები