07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
გერმანიის პოლიციამ საქსონიის რეგიონში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

გერმანიის პოლიციამ საქსონიის რეგიონში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, სულ 10 ადამიანი. მათ ძარცვაში ედებათ ბრალი.

სამართალდამცველებმა 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დრეზდენსა და ლაიპციგში გაჩხრიკეს.

დაკავებულები დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ და ძირითადად სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ.

მათი საცხოვრებლების ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი სასმელი, თამბაქო, ბავშვთა კვების პროდუქტები და კოსმეტიკა.

დღის ამბები