07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ბარაკ ობამას ბოლო პრესკონფერენცია თეთრს სახლში

ბარაკ ობამსა ბოლო პრესკონფერენცია თეთრს სახლში - მიმავალმა პრეზიდენტმა ოპტიმისტური პროგნოზები გამოთქვა, თუმცა მისი თქმით, ამისთვის შეერთებულ შტატებს ბევრი მუშაობა დასჭირდება.

ობამას აზრით, ახალი პრეზიდენტი თეთრ სახლში საკუთარი ღირებულებებითა და ხედვით მიდის.

პრეზიდენტმა ბოლო პრესკონფერენციაზე რუსეთის ფაქტორსაც ვერ აუარა გვერდი. გაიხსენა რუსეთის ანტიამერიკული რიტორიკა და ყირიმის ოკუპაციაც.

მისი თქმით, შეერთებული შტატები იცავს იმ პრინციპს რომ დიდი ქვეყნები პატარებს არ უნდა ესხმოდნენ თავს.

ობამა ხვალ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას მეუღლესთან ერთად დაესწრება, რის შემდეგაც თეთრ სახლს დატოვებს.

დღის ამბები