07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
მექსიკაში ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმისას 4 ადამიანი დაიჭრა

4 ადამიანი დაიჭრა მექსიკის ჩრდილოეთით ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად.

ეჭვმიტანილი 15 წლის მოსწავლეა, რომელიც გაკვეთილზე იარაღით შეიჭრა და თავის თანატოლებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. დაჭრილთა შორის 3 მოსწავლეა, ერთი კი მასწავლებელი.

თავდასხმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. უცნობია რა გახდა მომხდარის მიზეზი - საუბრობენ, რომ 15 წლის მოსწავლეს დეპრესია სჭირდა.

დღის ამბები