07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
მიწისძვრა და ზვავი იტალიაში - მაშველები სასტუმროს ნანგრევებში ხალხს ამ დრომდე ეძებენ

იტალიის ქალაქ ფარინდოლაში ზვავში მოყოლილებს ეძებენ. მიწისძვრის გამო მთიან ზონაში ზვავი ჩამოწვა და 4 სართულიანი სასტუმრო მთლიანად თოვლში ჩაიმარხა.

გავრცელებული ცნობით, სასტუმროში 30 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები ქალაქში მხოლოდ გამთენიისას ჩავიდნენ, რადგან დიდთოვლობის გამო გზები ჩაკეტილი იყო.

მათ სასტუმროს ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 2 ადამიანი ამოიყვანეს. დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. 5.3 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონებში ლაციოში, მარკესა და აბრუცოში გუშინ მოხდა.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა რომშიც, ევაკუაცია განხორციელდა სკოლებიდან და მეტროს სადგურებიდან.

სოციალურ ქსელ Twitter-ში იტალიაში მომხდარი მიწისძვრის ამსახველი ფოტოები ვრცელდება.

f

დღის ამბები