07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
თეირანის ცენტრში 17 სართულიანი შენობა ჩამოინგრა

თეირანის ცენტრში 17 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მიზეზი გახდა ხანძარი, რომელიც მეცხრე სართულზე გაჩნდა. მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას.

ბოლო მონაცემით 38 ადამიანი დაშავდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხალხი ნანგრევების ქვეშ მოყვა, რადგან ჩამონგრევამდე შენობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. 17 სართულიანი შენობა 1960 წელს აშენდა და თეირანში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო.

დღის ამბები