07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაკარგულების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს

იტალიის ქალაქ ფარინდოლაში ზვავში მოყოლილებს ეძებენ. მიწისძვრის გამო, მთიან ზონაში ზვავი ჩამოწვა და 4 სართულიანი სასტუმრო მთლიანად თოვლში ჩაიმარხა.

გავრცელებული ცნობით, სასტუმროში 30 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები ქალაქში მხოლოდ გამთენიისას ჩავიდნენ, რადგან დიდთოვლობის გამო გზები ჩაკეტილი იყო.

მათ სასტუმროს ნანგრევებში ერთი გარდაცვლილი იპოვეს. სამის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ.

5.3 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონებში გუშინ მოხდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა რომშიც, ევაკუაცია განხორციელდა სკოლებიდან და მეტროს სადგურებიდან.

დღის ამბები