07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
თეირანის ცენტში გაჩენილი ხანძარი - ამ დრომდე ეძებენ 25 მეხანძრეს

თეირანის ცენტრში 17-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მიზეზი ხანძარი გახდა, რომელიც შენობის მეცხრე სართულზე გაჩნდა. მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

ბოლო მონაცემის მიხედვით, 70 ადამიანი დაშავდა. მაშველები ამ დრომდე 25 მეხანძრეს ეძებენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

17 სართულიანი შენობა 1960 წელს აშენდა და თეირანში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო. 

დღის ამბები