07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
აშშ-ში რიგით 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება მიმდინარეობს

აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. თეთრი სახლიდან პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად, ესკორტით კაპიტოლიუმში გაემგზავრებიან. ინაუგურაციის ცერემონიის ოფიციალური ნაწილი სწორედ აქ გაიმართება. ფიცს ჯერ ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, შემდეგ კი დონალდ ტრამპი დადებს და სიტყვით გამოვა.

ინაუგურაციის ცერემონია ბოიკოტის ფონზე ჩაივლის. მას 50 დემოკრატი კონგრესმენი  არ დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი ცნობილმა მომღერლებმაც თქვეს.

ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმში ოფიციალური სადილით გაგრძელდება. ღონისძიებებზე მისულ სტუმრებს სამახსოვროდ ახალი პრეზიდენტის გამოსახულების მედალიონებს დაურიგებენ.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მადამ ტიუსოს მუზეუმების ქსელიც მოემზადა და ვაშინგტონის ფილიალში დონალდ ტრამპის განახლებული ცვილის ფიგურა უკვე დადგეს.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ხვალიდანვე შეუდგება. მის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაცია ხვალაც იგეგმება. ინაუგურაციის მეორე დღეს კი, დედაქალაქში ქალთა მასშტაბური მსვლელობა გაიმართება.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე, ნათია ბუცხრიკიძე

დღის ამბები