07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს

ვაშინგტონში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის. დედაქალაქში უსაფრთხოებას 28 ათასი სამართალდამცველი, სპეც რაზმი და სნაიპერი დაიცავს. მზად არის დონალდ ტრამპის სიტყვა, რომელიც მისი მრჩევლის აზრით, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.

ცერემონია თბილისის დროით საღამოს 9-ის ნახევარზე დაიწყება. 9 საათზე კი პრეზიდენტად არჩეული ფიცს დადებს, ორ ბიბლიაზე, რომელთაგან ერთი აბრაამ ლინკოლნის არის და ეს უკვე პრეზიდენტების ტრადიციად იქცა. მეორე ბიბლია კი პირადად ტრამპს ეკუთვნის, რომელიც მას დედამ აჩუქა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი იქნება. მას 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო შეასრულებს. სტუმრებს შორის იქნებიან დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, 3 ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში.

ინაუგურაციას 58 დემოკრატი კონგრესმენი უცხადებს ბოიკოტს. დღესვე პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპი პირველ ბრძანებას გამოსცემს, რომელიც იქნება საწყისი ნაბიჯები მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად.

დღესვე ტრამპი გააუქმებს ობამას მიერ ხელმოწერილ რამდენიმე ბრძანებას, რომელიც ჯერ არ კონკრეტდება. თუმცა, პირველ ოფიციალურ სამუშაო დღედ 23 იანვარი სახელდება.

დღის ამბები