07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
"ამერიკას ყველა თქვენგანისთვის ისევ დიდებულს გავხდით" - დონლად ტრამპი

დონალდ ტრამპი ნიუ იორკიდან ვაშინგტონში ოჯახთან ერთად უკვე გაემგზავრა. ის ნიუ იორკის ტრამპ თაუერიდან ესკორტმა გამოაცილა და მათი სამხედრო თვითმფრინავი მერილენდის აეროპორტში გუშინ დაეშვა.

პრეზიდენტად არჩეულის წინა საინაუგურაციო დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ღონისძიებებით. ტრამპმა ვაშინგტონში თავისი კაბინეტის წევრები მიიღო სადილზე, სადაც მისასალმებელი სიტყვით მელანია ტრამპიც გამოვიდა. ოფიციალურ ნაწილში პრეზიდენტად არჩეულმა მომავალ ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი შეამკო გვირგვინით.

დღის მთავარი ღონისძიება კი ლინკოლნის მემორიალზე გამართული კონცერტი იყო. ტრამპს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლის მამა, ჯონ ვოიტი მიესალმა.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. პრეზიდენტად არჩეულმა პირობა დადო, რომ ამერიკას ისევ დიდებულ ქვეყნად აქცევს ყველა ამერიკელისთვის.

"ეს მოგზაურობა დაიწყო 18 თვის წინ და თქვენ ამ ყველაფერში ჩემზე მეტი წვლილი შეიატანეთ. ჩვენ ყველა დაღლილი ვიყავით იმით, რაც აქამდე ხდებოდა და გვინდოდა რეალური ცვლილება. ხვალ ვნახავთ არაჩვეულებრივ რამეს. ამერიკას ყველა თქვენგანისთვის ისევ დიდებულს გავხდით. გპირდებით მე გავაკეთებ მაქსიმუმს რომ შევქმნა სამუშაო ადგილები, ძლიერი არმია, გავამტკიცო საზღვრები და ვაკეთო ისეთი საქმეები, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გაკეთებულა," - განაცხადა ტრამპმა. 

დღის ამბები