07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისის პარალელურად, პროტესტი არ წყდება ვაშინგტონსა და ნიუ იორკში

პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისის პარალელურად, პროტესტი არ წყდება ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. ტრამპის საწინააღმდეგო აქცია და მსვლელობა ვაშინგტონში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და იქ პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა წესრიგს.

აქციის ორგანიზატორები ანტი ფაშისტური ორგანიზაციის წევრები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპისა და პენსის მთავრობა ფაშისტურ მმართველობას დაამყარებს.

აქციები გაიმართა ნიუ იორკში მას შემდეგ, რაც ქალაქი დონალდ ტრამპმა და მისმა ოჯახმა დატოვა. დემონსტრანტები ტრამპ თაუერის წინ შეიკრიბენენ.

დღის ამბები