07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მოვალეობების შესრულებას დღეიდან შეუდგება

ამერიკის შეერთებული შტატები 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მოვალეობების შესრულებას უკვე დღეიდან შეუდგება. წინასწარ ცნობილია, რომ ცერემონია აქციების ფონზე ჩაივლის.

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ყველაფერი მზადაა. ქალაქის ცენტრალური ქუჩები მთლიანად გადაკეტილია. უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაძლიერებულია კაპიტოლიუმთან, სადაც დღეს დონალდ ტრამპი ფიცს ორ ბიბლიაზე დადებს. ერთი ეგზემპლარი აბრაამ ლინკოლნს ეკუთვნის. მეორე კი ტრამპის ოჯახის საკუთრებაშია.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონის დროით 12-ის ნახევარზე დაიწყება. არჩეული პრეზიდენტი დილით ჯერ ეკლესიაში მივა, შემდეგ კი თეთრ სახლში, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ჩაით გაუმასპინძლდება.

ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეებზე სავარაუდოდ, 12 საათზე დაიწყება, საზეიმო ღონისძიებებს კი დღის ბოლოს საპრეზიდენტო მეჯლისი დაასრულებს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები