07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ლიტვა ნატოს კონტინგენტის დასახვედრად ემზადება

ლიტვა ნატოს კონტინგენტის დასახვედრად ემზადება. რუსული საფრთხის პირობებში, ბალტიისპირეთის საზღვრების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ალიანსი ლიტვაში 1200 კაციან საერთაშორისო კონტინგენტს აგზავნის.

ბატალიონის ძირითადი შემადგენლობა გერმანელი სამხედროებისგან დაკომპლექტდება. სამხედროებმა ბავარიაში უკვე ბოლო სამზადისი გაიარეს და სამხედრო ბაზაზე გამოსამშვიდობებელ ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა.

გერმანული კონტინგენტი ლიტვის ქალაქ რუკლაში განთავსდება, მოგვიანებით კი სამხედროების ნაწილი ვილნიუსის მახლობლად მდებარე ბაზაზე გადაინაცვლებს.

დღის ამბები