07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ამერიკის ავიაციამ ლიბიაზე პირველი საჰაერო იერიში მიიტანა

ამერიკის ავიაციამ ლიბიაზე პირველი საჰაერო იერიში მიიტანა და ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. პენტაგონის ინფორმაციით, საჰაერო ოპერაცია სირტეს მახლობლად ჩატარდა, სადაც ლიბიის შეიარაღებულ ძალებსა და ISIS-ის შორის წელიწადზე მეტია ბრძოლები გრძელდება. 

უწყების ცნობით, იერიშის შედეგად 80 ტერორისტია ლიკვიდირებული, მათ შორის არიან ისინიც, ვინც ევროპაში მორიგი მასშტაბური ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, B2-ის ტიპის ბომბდამშენები სირტეში მისურის ბაზიდან გაიგზავნა.

პილოტებმა სამიზნეს 30 საათში მიაღწიეს და ISIS-ის პოზიციების გასანადგურებლად ტერორისტების ბანაკზე ასამდე ჭურვი ჩამოაგდეს. 

დღის ამბები