07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ავსტრალიის პოლიცია ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმას იძიებს

ავსტრალიის პოლიცია ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმას იძიებს. ინცინდენტი მელბურნში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 26 წლის მამაკაცი მართავდა, სავაჭრო ცენტრთან მყოფ ხალხს დაეჯახა და ათობით მათგანს გადაუარა.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც. 27 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მძღოლს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე დააკავა.

ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი სროლის შედეგად დაშავდა. თვითმხილველების ყვებიან, რომ მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა და მანქანა ხალხს განზრახ დააჯახა. მისი მოტივი უცნობია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმამდე, ეჭვმიტანილმა ქალაქის სხვა რაიონში დანით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა და ახალგაზრდა ქალი აიყვანა მძევლად, თუმცა მან მოგვიანებით გაქცევა მოახერხა.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ტერაქტის ვერსიაც.

დღის ამბები