07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
იტალიაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა - 30-ს ამ დრომდე ეძებენ

იტალიის მთიან რეგიონში, სადაც ზვავი ჩამოწვა, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თოვლის საფარის ქვეშ მოყოლილ სასტუმროში 30 ადამიანს ეძებენ, რომლებიც სტიქიის დროს სასტუმროს შენობაში იმყოფებოდა.

ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა შენობაში 4 გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს. დანარჩენების გადარჩენის იმედი მაშველებს არ აქვთ.

ოპერაციაში საგანგებო სამსახურებთან ერთად, სამხედროებიც მონაწილეობენ.

ზვავი აბრუცოს რეგიონში, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ ჩამოწვა. მაშველები ყვებიან, რომ თოვლის მასამ სასტუმროს შენობა საძირკველს მოწყვიტა და ათი მეტრით გადაწია.

დღის ამბები