07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
იუტას შტატში სანდენსის კინოფესტივალი გაიხსნა

იუტას შტატში სანდენსის კინოფესტივალი გაიხსნა. რობერტ რედფორდის მიერ დაარსებული კინომარათონის მიზანი, დამოუკიდებელი ფილმების პოპულარიზაცია.

11 წლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალზე დასასწრებად შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ელ გორი ჩავიდა.

მან წარადგინა სურათი უხერხული შედეგები, რომლითაც ფესტივალი გაიხსნა. ელ გორს სიტყვით გამოსვლის დროს შეკითხვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შესახებ დაუსვეს, თუმცა ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა შეფასებებისგან თავი შეიკავა.

სანდენსის ფესტივალი 29 იანვარს დაიხურება.

დღის ამბები