07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა პალმირას ძეგლებზე მორიგი იერიში მიიტანეს

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა პალმირას ძეგლებზე მორიგი იერიში მიიტანეს და ანტიკური ნაგებობები გაანადგურეს. სირიის მედიის ინფორმაციით, დანგრეულია სვეტებიანი კარიბჭე და რომის ამფითეატრის ნაწილი, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეყვანილი.

ძეგლების მოსალოდნელი დანგრევის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ რუსეთის სამხედრო მეთაურობაში გააკეთეს. უწყებაში განაცხადეს, რომ  ISIS-მ ქალაქში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შეიტანა.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება პალმირაში ISIS-მ მასობრივად გასულ წელს დაიწყო. გაზაფხულზე სირიის არმიამ რუსული ავიაციის მხარდაჭერით ქალაქზე შეტევა დაიწყო და ტერორისტებს უკან დაახევინა, თუმცა დეკემბერში ISIS-მ პალმირაზე კონტროლი ისევ დაიბრუნა.

 

დღის ამბები