07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
აშშ-ის სპეცსამსახური რუსეთთან დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების კავშირს იძიებს

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების სპეცსამსახური რუსეთთან დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების კავშირს იძიებს.

გაზეთ New York Times-ის ინფორმაციით, საუბარია პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელ პოლ მანაფორტზე, რომელსაც რუსეთშიც და უკრაინაშიც ბიზნესი ჰქონდა.

მის საკონტაქტო პირებს, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კავშირის გამო ამერიკელები უთვალთვალებდნენ.

New York Times ასევე წერს, რომ შეერთებული შტატების ძალოვანი უწყებები გარკვეული კომუნიკაციებისა და ფინანსური ოპერაციების შესახებ მასალებსაც ფლობენ, რომელსაც ამ დროისთვის სწავლობენ.

დღის ამბები