07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული

პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული, რაზეც 100 მილიონი დაიხარჯა, თუმცა არეულობები ამერიკის დედაქალაქმა მაინც ვერ აიცილა თავიდან. ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციები ქალაქში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალი კაპიტოლიუმთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. მილიონზე მეტი ამერიკელი და უცხოელია შეკრებილი ვაშინგტონის ცენტრალურ ნაწილში და ეროვნულ მოლზე, რათა თვალი ადევნოს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ისტორიულ ინაუგურაციას. კაპიტოლიუმთან იმყოფებიან პრეზიდენტი ობამა და პირველი ლედი.

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დილა თეთრ სახლთან ახლოს მდებარე წმინდა იოანეს ეკლესიაში მისვლით დაიწყო, შემდეგ კი ტრადიციულად გაიმართა საუზმე ამერიკის ჯერ ისევ მოქმედ პრეზიდენტთან. ამის შემდეგ კი ცერემონია კაპიტოლიუმთან დაიწყო. დონალდ ტრამპის საზეიმო ინაუგურაციაში მონაწილეობაზე არაერთმა ცნობილმა მომღერალმა განაცხადა უარი, მათ შორის ელტონ ჯონმა. ჰიმნის შემსრულებელი წელს ამერიკის ნიჭიერის მონაწილე ჯეკი ევანკოა.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები