07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
„ამერიკა კვლავ და კვლავ გამარჯვებას ეზიარება"- დონალდ ტრამპმა ფიცი დადო

ვაშინგტონი კიდევ ერთ ისტორიულ ცერემონიას მასპინძლობს. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა ფიცი დადო.  

ცერემონიას ესწრებიან შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტებიც, მათ შორის ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ჯიმი კარტერიც მეუღლეებთან ერთად.

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კაპიტოლიუმია, სადაც ამერიკელებს უკვე ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა მიმართა. ტრამპმა მადლობა გადაუხადა ბარაკ და მიშელ ობამებს.

„ჩვენ ხელისუფლებას ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის პოლიტიკური ცენტრიდან თქვენ, ხალხს გიბრუნებთ... ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ქვეყანაა,“- მიმართა მოსახლეობას ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ეს არის ფიცი ამერიკელთა ლეგიონის წინაშე დადებული.

„ამერიკა კვლავ და კვლავ გამარჯვებას ეზიარება, გამარჯვებას, რომელიც დღემდე არ უნახავს, დავიბრუნებთ ჩვენს სამუშაო ადგილებს, საზღვრებს აღვადგენთ, სიმდიდრეს დავიბრუნებთ, ჩვენ ნატვრას, ოცნებას დავიბრუნებთ,“- განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს შეებრძოლება. 

დღის ამბები