07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ნაბიჯი - პრეზიდენტმა ობამაქეარის რეფორმირების ბრძანებას ხელი მოაწერა

ინაუგურაციის ცერემონიის დასრულებისთანავე, დონალდ ტრამპმა პირველი გადაწყვეტილებები მიიღო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას სამედიცინო დაზღვევის სისტემის რეფორმირების შესახებ.

დოკუმენტი შესაბამის უწყებებს ავალებს, რომ შტატების ეკონომიკური ტვირთის შესამსუბუქებლად ე.წ. "ობამაქეარის" მოქმედება გააუქმონ ან გადადონ.  

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის კანდიდატების სია სენატში გადააგზავნა. სენატმა თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მდივნის პოსტებზე ჯეიმს მატისი და ჯონ კელი დაამტკიცა, რის შემდეგაც მათ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან ფიცი დადეს.

პენტაგონის ხელმძღვანელმა უკვე გაავრცელა პირველი განცხადებაც, რომელშიც მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზეა საუბარი. 

დღის ამბები