07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
დღეს ვაშინგტონში ქალების მასშტაბური მსვლელობა გაიმართება

დღეს ვაშინგტონში ქალების მასშტაბური მსვლელობა გაიმართება. ვარაუდობენ, რომ აქციას 200 ათასამდე ადამიანი შეუერთდება. ისინი ქვეყანაში გენდერული და რასობრივი თანასწორობის პატივისცემას მოითხოვენ.

დედაქალაქის გარდა, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქციები იმართება, თითქმის, ყველა დიდ ქალაქში. ნიუ იორკში დემონსტრაცია დაკავებებით დასრულდა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც მომიტინგეებმა ტრამპ ტაუერთან გზა გადაკეტეს.

ათასობით ადამიანი გამოვიდა კალიფორნიის, არიზონის, ტეხასისა და კოლორადოს შტატების ქალაქებშიც. სან ფრანცისკოში 3 ათასამდე ადამიანი გოლდენ გეით ბრიჯთან შეიკრიბა და ერთიანობის ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩაკიდა. აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.

 

 

დღის ამბები